ბუტიკის ტიპის სასტუმრო „ციტადელ ნარიყალა“ რომელიც გამორჩეულია თავისი ექსკლუზიური დიზაინით,მოიცავს უძველეს სააფთიაქო მუზეუმს და სასტუმროს საძირკველში აღმოჩენილ სამკურნალო ჭურჭელს.
უნიკალური კონცეფციის სასტუმროს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. სასტუმრო ციტადელი არის 19 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ძველი უბნის ნარიყალას ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამული ხედი იშლება.
სასტუმროს ადგილას წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასტუმროს მენეჯმენტის მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური კვლევა. კვლევის დახურვის შედეგად აღმოჩნდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება.
|